დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Houzer Group
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
"Houzer Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
"Houzer Group" - არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ბიზნესს სთავაზობს პარტნიორობას, დეველოპერული პროექტების მართვას, მარკეტინგულ მხარდაჭერასა და საინვესტიციო შესაძლებლობას.
მოვალეობები:
** კლიენტებთან შეხვედრა გაყიდვების ოფისში (მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე).
** პროექტის დეტალური პრეზენტაციის ჩატარება და პროდუქტის (ბინები/აპარტამენტები) შეთავაზება.
** მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, სატელეფონო კონსულტაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა.
** სოციალური მედიის გვერდებსა და სხვა არხებზე პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია.
** დაინტერესებულ კლიენტებთან ერთად ობიექტის დათვალიერება.
** CRM სისტემაში მონაცემების ზუსტი შეყვანა და გაყიდვების რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** CRM-ის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული თანხა და ბონუსი გაყიდვებიდან (დაახლოებით 4.000 ლარი)
თუ თვლით, რომ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@houzer.ge.
|
|
|
|