Робота для біженців з України
სტაჟირება ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" - http://www.gcci.ge/ - აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

სტაჟირების ადგილმდებარეობა: ორთაჭალა, ნ. შატაიძის ქ. N29
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

თუ გაქვს:

** იურიდიული განათლება ან ხარ იურიდიული ფაკულტეტის III ან IV კურსის სტუდენტი კერძო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით
და გსურს:

** განვითარდე და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული კუთხით მაშინ ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) 2025 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ "სტაჟიორი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში".

სტაჟირების პერიოდში ჩართული იქნები პალატის იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობაში, მათ შორის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტაციის დახარისხების პროცესში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე