Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://qebuli-climate.ge/

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. თბილისში

პოზიცია ექვემდებარება: ფილიალის მენეჯერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 31.08.2025

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: საწყობში არსებული პროდუქციის მოწესრიგება, დატვირთვა/დაცლა/დასაწყობება/აგროვება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების შეგროვება და წასაღებად გამზადება;
** ფილიალში მიღებული ტვირთის მიღება/დალაგება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე, სასურველია, სასაწყობო-სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი (net)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:

** ლანჩით უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** კვებით უზრუნველყოფა
** პარკინგი
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა

2 კვირიანი სტაჟირების ხელშეკრულება და შემდეგ 6 თვიანი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის თანამშრომელი.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე