Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: G2 დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
შპს "ჯი2" ("კარფურის" ფრენჩაიზი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, საბურთალოზე, მერაბ კოსტავას 73-ში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000₾
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი
** My Club ბარათი - თანამშრომლის ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მოქნილი ცვლები და სასიამოვნო სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა
** ბონუსური სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება (როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში);
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

უნარ-ჩვევები:

** დროის მენეჯმენტი;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com

(წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი)

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595-76-23-23 (WhatsApp)

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ჯი2"-ის მიერ (ს/ნ.: 400374554; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, მერაბ კოსტავას ქუჩა ნ73) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anastasiasvintradze@gmail.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

შპს "ჯი-2" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე