დასახელება:
ბიბლიოთეკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
** საბიბლიოთეკო დოკუმენტების ტექნიკური დამუშავება, კატალოგიზაცია და სისტემატიზაცია;
** საბიბლიოთეკო რესურსების შესაბამისი კლასიფიკაციის მიხედვით განლაგება;
** ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესაბამისად, საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
** ჩამოსაწერი საბიბლიოთეკო რესურსების სიის შედგენა და ბიბლიოთეკის უფროსისთვის წარდგენა;
** ელექტრონული კატალოგებისა და საცნობარო აპარატის შექმნა და განახლება;
** საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და უნივერსიტეტში გავრცელება;
** კითხვის კულტურის ამაღლების მიზნით ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
** სტუდენტებისა და პერსონალის ინტერესების კვლევასა და ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ სტატისტიკის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ბიბლიოთეკის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
** სხვა ფუნქციების განხორციელება რომელიც ბიბლიოთეკის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე ექცევა ბიბლიოთეკის კომპეტენციაში.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ხუთი სამუშაო დღე)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.
დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|