Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=646925&print=yes&view=jobs
 
გადამზიდი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადამზიდი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას გადამზიდის პოზიციაზე.

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს ჰიგიენური, კოსმეტიკური, სახლის მოვლისა და სხვა მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ფუნქციები: პრისეილერთა მიერ მიღებული შეკვეთების მიტანა დანიშნულების ადგილზე

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია.

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა.

ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: ach.gogeshvili@libogroup.ge არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსი, ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია