Робота для біженців з України
შრომითი სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტი - დასავლეთ საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომითი სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტი
მომწოდებელი: Geosafety
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
ვინ ვართ ჩვენ:

მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანია "Geo Safety", რომელიც სთავაზობს ბიზნესებს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და იურიდიული მომსახურებების სრულ სპექტრს.

Geo Safety დასავლეთ საქართველოში აცხადებს ვაკანსიას შრომითი სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის (კონსულტანტის) პოზიციაზე, რომელიც გაუწევს მომსახურებას ჩვენს პარტნიორ კომპანიებს.

ლოკაცია: დასავლეთ საქართველო
გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: 1 800- 2 300 ლარამდე (ხელზე) კვალიფიკაციის შესაბამისად (ზრდის პერსპექტივით)

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

** პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ცოდნა, სამართლებრივი ანალიზი და კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციების შემუშავება.
** მონაცემთა დამუშავების არსებული პროცესების საფუძვლიანი შესწავლა, არსებული ნაკლოვანებლობის გამოვლენა და მისი გამოსწორებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი მონიტორინგი.
** კონკრეტული კანონისა და სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში. მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა, მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტრინგი.
** ორგანიზაციებში შეხვედრების დაგეგმვა, პერიოდული ვიზიტები.
** სწავლებებისა და ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება.

შრომითი სამართალი:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს შრომის კოდექსის ყველა თავისა და მუხლის დეტალური ცოდნა.
** შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ანალიზი და დოკუმენტაციის შემუშავება.
** შრომის ინსპექციისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა და პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა.
** კლიენტებისთვის კონსულტაცია შრომით საკითხებზე და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
** პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა და მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით.
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ცოდნა.
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე მუშაობის უნარი.
** ძლიერი ანალიტიკური უნარი და დეტალებზე ორიენტაცია.
** მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** აკადემიური წერის უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: lali.pheradze@geosafety.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია "Geo Safety "-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე