Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტის სადილერო
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ წარმოვადგენთ "კავკასიის ავტო იმპორტს" რომელიც 20 წელზე მეტია ლიდერი ავტო იმპორტიორი კომპანიაა ბაზარზე და 1.000.000 ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იმპორტირებული და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს თბილისში, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება ამერიკის წამყვან აუქციონებზე;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება.

მოთხოვნები:

** ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მაღალ მოტივაციას და შეუჩერებელ მენტალიტეტს;
** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურობა;
** მაღალი შემართება და მოტივაცია;
** საქმის სპეციფიკებს შეგასწავლით სტაჟირების პერიოდში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
მდებარეობა: ქ. თბილისი რამაზ ჩხიკვაძის 16 (ibuild tower)
ანაზღაურება: საშუალოდ გაყიდვებიდან გამომდინარე 2000-6000+ლარი

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე autodealercaucasus@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში "subject" მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე