Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=646895&print=yes&view=jobs
 
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: საადვოკატო ოფისი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას - მთავარი იურისტის (სამოქალაქო/ ადმინისტრაციული) სამართლის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება;
** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია)
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი - 3000-3500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: loovir.hr@gmail.com subject-ში მიუთითე მთავარი იურისტი

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** ადვოკატის მოწმობის ასლი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია