დასახელება:
ფინანსური დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
ჯი თი სი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
აღწერილობა: "ჯი თი სი ჯგუფი" შედგება რამდენიმე მიმართულებისგან: 1. საყალიბე სისტემების ვაჭრობა; 2. საყალიბე სისტემების წარმოება; 3. ამწე კრანებით ვაჭრობა; 4. უძრავი ქონების დეველოპმენტი (დეკა დეველოპმენტი); 5. სამშენებლო ნარჩენების გატანა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური ანალიზის მომზადება;
** მონაწილეობა კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში;
** კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
** შესაძლებლობების და რისკების იდენტიფიცირება. შესაძლებლობების მიღწევის და რისკების არიდების სტრატეგიის შემუშავება;
** ფინანსური კონტროლის მექანიზმების შექმნა და გაუმჯობესება;
** კომპანიების ბიუჯეტების მომზადების და შესრულების მონიტორინგი;
** ჯგუფში შემავალი კომპანიების აუდიტის პროცესის მართვა;
** ბანკების და სხვა დაკავშირებული მხარეების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება;
** პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნეს ადმინისტრაციაში ან მსგავს სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური რეგულაციების, ბუღალტრული პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსების სფეროში;
** ანალიტიკური უნარები და დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და მენეჯმენტთან ფინანსური ინფორმაციის წარდგენის გამოცდილება;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება.
ანაზღაურება: 8, 000 ლარი ხელზე მაქსიმალური ხელფასი + KPI-ებზე დაყრდნობით წლიური ბონუსი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, უფასო სასაუბრო დრო
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|