Робота для біженців з України
სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ქონსალთინგს გრუპი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
კომპანია "Consultings Group Georgia" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (რუსული ენის ცოდნა პრიორიტეტულია);
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა
და აღმოფხვრა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაბიძის 3-5.

დაინტერესებულმა კანდიდატმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე მითითებულ ელფოსტაზე media@consultings.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე