Робота для біженців з України
მებაღე ბაღის გაფორმების განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე ბაღის გაფორმების განყოფილებაში
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებში მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში), ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 387 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების ფარგლებში საკოლექციო ნაკვეთზე (ღია, დახურული გრუნტი) აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება, თოხნა, სასუქების შეტანა, სხვლა-ფორმირება);
** სანიტარული ღონისძიებების გატარება (მარგვლა, ფოცხვა, დასუფთავება, ხმელი ტოტების მოცილება);
** საკოლექციო ნაკვეთსა და ბაღის სხვადასხვა დეკორატიულ ნაკვეთებზე მცენარეების თესვა, დარგვა, გადარგვა, თესლების შეგროვება, კალმების აჭრა, თესლების, ბოლქვების, ტუბერების შენახვა და მომზადება დასათესად/სარგავად;
** ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი (საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კონსულტაცია/შეტყობინება);
** საჭიროების შემთხვევაში, ბაღის სხვა განყოფილებებთან ერთად, მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში (დარგვები, გადარგვები, გაწმენდითი სამუშაოები);
** განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება პასუხისმგებელი აგრონომის ან/და სხვა ხელმძღვანელი პირების მითითებითა და დავალებით.

ვალდებულებები:

** ტერიტორიაზე არსებული მცენარეების დასახელებების, მათ შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** მასზე რიცხული საბაღე ინვენტარის მოფრთხილება (დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული ან სრული პროფესიული განათლება (დამადასტურებელი სერტიფიკატი, ცნობა, დიპლომი სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** სარეკომენდაციო წერილი.

უნარები:

** საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 31.07.2025

** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge .

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე