დასახელება:
მებაღე კურატორი
|
მომწოდებელი:
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მებაღე კურატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში), ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 2, 044 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
** მებაღეებისთვის ყოველკვირეული აგროტექნიკური სამუშაო გეგმის შედგენა, გაცნობა და შესრულების მონიტორინგი;
** მებაღეთა მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება და ანალიზში მონაწილეობა;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** მცენარეთა დაცვის ღონისძიებების მონიტორინგში მონაწილეობა;
** აგროტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** ბაღის მასშტაბით დაგეგმილ საერთო აქტივობებში მონაწილეობა.
ვალდებულებები:
** ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი იდენტიფიცირება;
** მასზე რიცხული საბაღე ინვენტარის მოფრთხილება (დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება მებაღეობის, აგრონომიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** მცენარეების დასახელებისა და ძირითადი მახასიათებლების ცოდნა.
უნარები:
** საბაღე ინვენტართან მუშაობის გამოცდილება;
** პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდის მართვის და დელეგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** უკუკავშირის გაცემის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტური მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 31.07.2025
** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge .
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|