Робота для біженців з України
ლაბორატორიის ქიმიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ქიმიკოსი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ქიმიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა;
** განაკვეთი: სრული - 09:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** ანაზღაურება: 1000 ლარი (გამოსაცდელ ვადაში), 1500 ლარი - გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის, ქიმიური მასალების ტესტირება;
** პასუხისმგებლობის აღება უსაფრთხოებაზე, ტექნიკური მონაცემების ფურცლის შესახებ;
** რისკის, სიფრთხილის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა პროდუქციასთან მიმართებაში;
** წარმოებული პროდუქტის პროცესის წარმართვა შესაბამისი ტესტებით წარმოების მენეჯერთან ერთად;
** გამზადებული პროდუქციის შემოწმება;
** პროდუქციის ქიმიური ანალიზების ჩატარება და აღრიცხვა ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების შესაბამისად;
** ლაბორატორიაში არსებული პროდუქციის, ინვენტარის და აპარატურის შესწავლა და მათზე ანალიზების ჩატარება, შიდა დაკალიბრება;
** პროდუქციასთან მუშაობა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word და ა.შ.);
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2 დონე);
** რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ (მომიჯნავე) პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამოცდილების მქონე შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე