Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: FINA
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "FINA" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

კომპანია "FINA" 2011 წლიდან ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ამჟამად კომპანია "FINA" ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობენ ბიზნეს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ბუღალტერია, ვაჭრობა, დისტრიბუცია, წარმოება, რესტორანი და სასტუმრო.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე http://www.fina.ge

მოვალეობები:

** პროგრამების ინსტალაცია და გაწყობა მომხმარებლებთან
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის გამართვა
** პროგრამასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება
** სერვერების მართვა, მონიტორინგი და კონტროლი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** IT-ში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემის მაღალ დონეზე ფლობა
** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** დახვეწილი მეტყველება
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
** პროგრამული უზრუნველყოფის ათვისების უნარი
** მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური და ენერგიული
** პრეზენტაბელური და რესპექტაბელური

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: contact@fina.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "IT მხარდაჭერის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე