Робота для біженців з України
ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** მომხმარებლის ან გაყიდვების აგენტის მოთხოვნით ავტომობილის მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
** ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
** ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
** ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
** ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა;
** ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად);

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ტიპი: ტექნიკური და საოფისე.
** სრული განაკვეთი.
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Auto Technic Officer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე