დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
City Hotels
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
** ანაზღაურება: 1050 ლარი (Net) + ბონუსები
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FITPASS;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio, Opera) ცოდნა.
მოვალეობები:
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://cityhotels.ge/
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
(აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის)
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|