Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აურელიო
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "აურელიო" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Pinko, Wolford და DKNY.

http://www.aurelio.ge/

პოზიცია - გაყიდვების კონსულტანტი;
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, გალერია თბილისი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
ანაზღაურება - 800 ლარი (ხელზე) და ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის რეალიზება ეტიკეტისა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება არსებული სტანდარტის დაცვით;
** პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ფასდაკლება ქსელის მაღაზიებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@primeretail.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 30 ივლისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე