Робота для біженців з України
საქმისმწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისმწარმოებელი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
შპს "მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი" აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის პოზიციაზე.

დასაქმებულის მოვალეობები:

** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა (რეგისტრაციაში გატარება, შემსრულებლისათვის გადაცემა, გაგზავნის უზრუნველყოფა)
** საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა, მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.
** სკოლის მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება/შენახვა/მართვა.
** მოსწავლეთა შესახებ ბრძანებების შექმნა, რეგისტრაცია, დაარქივების უზრუნველყოფა
** მოსწავლეთა მშობლებთან დადებული ხელშეკრულებების შექმნა, რეგისტრაცია, დაარქივების უზრუნველყოფა.
** საკადრო ბრძანებების შექმნა, რეგისტრაცია, დაარქივების უზრუნველყოფა.
** თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებების შექმნა, რეგისტრაცია, დაარქივების უზრუნველყოფა.
** სასწავლო პროცესის მარეგულირებელი და სხვა ბრძანებების შექმნა, რეგისტრაცია, დაარქივების უზრუნველყოფა.
** შესყიდვებისა და მომსახურების ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივების უზრუნველყოფა.
** სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზის (eschool.emis.ge) მართვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
** თანამშრომელთა შვებულების, ავადმყოფობის, დეკრეტულის, ყოველდღიური გაცდენების/დაგვიანებების, სამსახურეობრივი ბენეფიტების (მაგ: დაზღვევა, Fitpass და ა.შ)
** თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის განახლება და მართვა ყველა სასკოლო პლატფორმაში.
** სკოლის ელექტრონული ჟურნალის მართვა.

აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა პირადი ინფორმაცია (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე hr@greenschool.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ საქმისმწარმოებელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე