Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პრესტიჟ ლუქსი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის ცენტრში მიღება და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლის დეტალური კონსულტაცია, მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა;
** მომხმარებლის სასურველ დროს ვიზიტის დაგეგმვა, ჩანიშვნა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია ჩაწერების შესახებ;
** შიდა დოკუმენტაციის წარმოება/განახლება;
** ცენტრის საჭირო სახარჯი მასალების კონტროლი/აღრიცხვა/შესყიდვა;
** მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა.
** ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** გამართული ქართულისა და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით არანაკლებ 3 წლისა;

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

** მოქნილი გრაფიკი
** ანაზღაურება შეთანხმებით.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე)

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".

CV-ები მიიღება 2025 წლის 15 ივლისამდე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე