Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სათამაშოების მაღაზია ალადინი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სათამაშოების მაღაზია "ალადინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ცაგარელის ქუჩა №51
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 10:00 - 20:00 (2 დასვენების დღე კვირაში)

ვის ვეძებთ?

ჩვენი გუნდის ახალი წევრი უნდა იყოს:

** კომუნიკაბელური და პოზიტიური - ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობისთვის
** აქტიური სოციალურ ქსელებში - შეეძლოს ონლაინ შეკვეთებზე პასუხი (Messenger, Instagram)
** მზად იყოს კვირაში რამდენიმე მარტივი პირდაპირი ჩართვის (live) გასაკეთებლად
** პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს სატელეფონო ზარებზე პასუხს.

რას გთავაზობთ?

** საშუალო ხელფასი: 1100 - 1500 ლარი
** შედგება ფიქსირებული 800 ლარისგან + 1.5% გაყიდვებიდან
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
** შესაძლებლობა ისწავლო და განვითარდე გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია ან CV ელფოსტაზე: mariamtsikarishvili029@gmail.com

შემოგვიერთდი და იყავი იქ, სადაც ყოველდღიურად იღიმიან!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე