დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული (ხელზე ასაღები 900-1100 ლარი, გამოცდილების შესაბამისად)/ ზრდის პერსპექტივით.
განაკვეთი: სრული
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლების სატელეფონო მომსახურება (არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება პროდუქტის შესახებ);
** კომპანიის პროდუქტების კარგად ცოდნა;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და ხარვეზის დროული აღმოფხვრა;
** თითოეული ხარვეზის ზედამხედველობა, ხარვეზის წარმოშობიდან მის სრულ აღმოფხვრამდე;
** ხარვეზებისა და პრობლემების აღრიცხვა და შესრულების კონტროლი;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია;
** კომპანიის პროდუქტების შესახებ კონსულტაციის გაცემა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული, დახვეწილი მეტყველება;
** საკითხის ლაკონურად, მაგრამ გასაგები ენით ახსნის უნარი;
** კომპიუტერული უნარების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა A2 დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი;
** კომუნიკაბელური
** კეთილგანწყობილი;
** მომსახურებაზე ორიენტირებული;
** აქტიური, ენერგიული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@schoolms.ge საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".
|
|
|
|