დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სქულ მენეჯმენტ სისტემსი
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
სქულ მენეჯმენტ სისტემსი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული (ხელზე ასაღები 900-1100 ლარი, გამოცდილების შესაბამისად)/ ზრდის პერსპექტივით.
განაკვეთი: სრული
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლების სატელეფონო მომსახურება (არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება პროდუქტის შესახებ);
** კომპანიის პროდუქტების კარგად ცოდნა;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და ხარვეზის დროული აღმოფხვრა;
** თითოეული ხარვეზის ზედამხედველობა, ხარვეზის წარმოშობიდან მის სრულ აღმოფხვრამდე;
** ხარვეზებისა და პრობლემების აღრიცხვა და შესრულების კონტროლი;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია;
** კომპანიის პროდუქტების შესახებ კონსულტაციის გაცემა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული, დახვეწილი მეტყველება;
** საკითხის ლაკონურად, მაგრამ გასაგები ენით ახსნის უნარი;
** კომპიუტერული უნარების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა A2 დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი;
** კომუნიკაბელური
** კეთილგანწყობილი;
** მომსახურებაზე ორიენტირებული;
** აქტიური, ენერგიული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@schoolms.ge საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალურ მონაცემები მუშავდება შპს სქულ მენეჯმენტ სისტემსის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მიზნითა და მოცულობით. მონაცემები მუშავდება ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად, უარის შემთხვევაში კი ინახება 1 წლის განმავლობაში - სამომავლო ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის და პოზიციის შემოთავაზების მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუსაქმებელი კანდიდატის პერსონალური მონაცემები იშლება / ნადგურდება. თუ გსურთ მონაცემებში ცვლილების შეტანა ან შემდგომი დამუშავების აკრძალვა, დაგვიკავშირდით: info@schoolms.ge.
|
|
|
|