Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე;
** ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.

შესასრულებელი ამოცანები:

** HR პროგრამული სისტემის (self.ge) სრული მართვა;
** თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
** სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევაში თანამშრომლების დამატება/ამოღება;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/ მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა/კანდიდატთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება;
** შერჩევის სრული ციკლის მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების და HR პორტალის (Self.ge) ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე - jobsautohome@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება --> "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე