Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება გაყიდვების გუნდს.

ლოკაცია: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება (ონლაინ და ოფლაინ არხებით);
** კომპანიის ბრენდინგის მართვა და განვითარება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია მარკეტინგული მიზნებისთვის;
** კონკურენტული ანალიზის ჩატარება და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერირებისთვის;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობა
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა, კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** ჰოლდინგისა და შვილობილი კომპანიების განვითარების პოტენციალის შეფასება და ახალი პროდუქტის, სერვისის ალტერნატივების, ბიზნეს გეგმის შემუშავება;
** პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებებში ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში
პოტენციური დამკვეთების ბაზების შექმნის კოორდინაცია.

სავალდებულოა: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და მომიჯნავე მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე