Робота для біженців з України
მძღოლი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პროდუქციით დატვირთვა და პროდუქციის მითვლა;
** კომპანიის ან/და კომპანიის პარტნიორების სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა და პროდუქციის მითვლა.
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
** მენეჯმენტის მხრიდან მოცემული სხვა ანალოგიური დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების ტრანსპორტირებასთან და კომპანიის მომარაგებასთან.

სამოქმედო არეალი: ქ. ქუთაისი, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონები

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B, C კატეგორიები (აუცილებელია)

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე, დილის 8:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
** აუცილებელია ორ კვირიანი სტაჟირების გავლა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი დატვირთვიდან გამომდინარე.

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი www.esggeorgia.ge, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika. კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე