დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საკონდიტრო ბელა
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად)
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** უფასო კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების უზრუნველყოფა;
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული აღრიცხვა;
** საწყობის თანამშრომლების მართვა და სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა;
** სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** პროდუქციის დროულად მიწოდების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი;
** ნედლეულის ვადების კონტროლი, FIFO პრინციპის დაცვა;
** პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასაწყობე მეურნეობაში მუშობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
** აუცილებელია Excel-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|