დასახელება:
სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საკონდიტრო ბელა
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** კომპანიის მომარაგება სხვადასხვა სახის სამეურნეო, საკანცელარიო-საოფისე ინვენტარით;
** ობიექტების შემოვლა, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** საწარმოს ტერიტორიაზე და მაღაზიებში სადეზინსექციო-სადერატიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი მოწყობილობების სისტემატური დათვალიერება/კონტროლი;
** კომპანიის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებში.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|