Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურისტის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel")
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, დასკვნების, მინდობილობების, წერილების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** შიდა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად;
** სხვადასხვა შინაარსის შიდა ნორმატიული ბრძანებების მომზადება;
** წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.partsvania.accountant@irbis.ge, შერჩევის პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე გადმოგეგზავნებათ სატესტო დავალება შესასრულებლად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე