Робота для біженців з України
ავტომობილის შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის შემფასებელი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი", აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე, თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

მოვალეობები:

** წარმოდგენილი ავტომობილის ვიზუალური და ტექნიკური შეფასება,
** ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა (მოდელი, წელი, გარბენი, ტექნიკური მდგომარეობა, აღჭურვილობა და ა.შ.);
** ფასის შედარება მიმდინარე ბაზართან (მაგ. Auto.ge, Mymarket.ge და სხვა პლატფორმები);

მოთხოვნები:

** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის მახასიათებლების ცოდნა;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტომობილის შემფასებელი;

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე