Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი - დისტანციური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - დისტანციური
მომწოდებელი: სოლო კრედიტი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
ფინანსური კომპანია შპს "სოლო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მეშვეობით მომხმარებელთან კომუნიკაცია
** მომხმარებლების საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება/აღმოფხვრა ან/და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება
** მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია და შესაბამისი დახმარების/სერვისის შეთავაზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft office, Google drive)
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს და შამოწმოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: solocreditcv@gmail.com. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მაგ. "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე