Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=646473&print=yes&view=jobs
 
ელექტრო-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმური და პრევენციული სარემონტო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** ავარიების შემთხვევაში დროული რეაგირება და აუცილებელი სამუშაოების ჩატარება;
** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვა, გაუმართაობის დროულად აღმოჩენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება;
** საწარმოო დანადგარებზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებზე მოწვეული სპეციალისტებთან კომუნიკაცია და პროცესში ჩართულობა;
** საწარმოო დანადგარების გამართულობისა და ჰიგიენის კონტროლი.
** საწარმოო დანადგარების ყოველდღიური გამართულობის და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** საწარმოო დანადგარების შესაკეთებელი მასალების (ნაწილების) განსაზღვრა და ანგარიშის წარდგენა;
** ნებისმიერი ტექნიკური ან/და საწარმოო რისკების აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ინტერესი ტექნიკური საქმისადმი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ელექტრო-მექანიკოსი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 31 ივლისი

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია