დასახელება:
შიდა პერიმეტრის მონიტორინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ქართული ლუდის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შიდა პერიმეტრის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** 24 საათის განმავლობაში ქარხნის მთელი ტერიტორიის კონტროლი ვიდეო კამერების საშუალებით;
** საწარმოს ტერიტორიის შემოწმება;
** ქარხნის ტერიტორიაზე ვიზიტორების გადაადგილების მონიტორინგი შესაბამისი წესების დაცვით;
** თანამშრომლის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ფაქტის დაფიქსირება მოხსენებითი ბარათის საშუალებით და აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის უფროსის ინფორმირება;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|