დასახელება:
კომპანიის წარმდგენი
|
მომწოდებელი:
დეკორატორ.ჯი
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
"დეკორატორ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის წარმდგენის პოზიციაზე.
დეკორატორი მომხმარებლებს ინტერიერის დიზაინს და სრულ სარემონტო მომსახურებას სთავაზობს. ჩვენს გუნდს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ვინაიდან გვსურს, ჩვენი გამორჩეული სარემონტო მომსახურების შესახებ, სოციალური ქსელების საშუალებით, უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, მოხარული ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა კომპანიის წარმდგენთან მოქნილი გრაფიკით:
თუ გამართულად მეტყველებთ ქართულად და შეგიძლიათ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, თუ კამერასთან მუშაობის სურვილი გაქვთ და თვლით, რომ კომპანიის წარდგენას პოზიტიური მანერით შეძლებთ და ხართ პუნქტუალური, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღია.
სამუშაოს შესრულების ადგილი და გრაფიკი:
** ქ. თბილისი
** მოქნილი გრაფიკით (თქვენი ყოფნა საჭირო იქნება უშუალოდ ვიდეოს ჩაწერისას).
ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაწილეობა მარკეტინგულ კამპანიებში;
** კომპანიის სხვადასხვა სერვისის წარდგენა კამერის წინ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულის ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გამართული მეტყველების უნარი;
** გამოცდილება სავალდებულო არ არის, მთავარია თქვენი მოტივაცია;
კომპანია გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** წინსვლის შესაძლებლობას;
ფინანსური პირობები: ანაზღაურება მოხდება შეთანხმებით, ვიდეოების რაოდენობის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: decoratorge@gmail.com
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|