Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი სიანგანი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
რესტორანი "სიანგ-განი", რომელიც გამოირჩევა დახვეწილი აზიური კულინარიითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულებებია პროფესიონალიზმი, განვითარება და თანამშრომელთა კეთილდღეობა. ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც მაღალი სტანდარტით მოემსახურება ჩვენს სტუმრებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად.
** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა.

პიროვნული უნარები:

** პოზიტიური დამოკიდებულება და თავაზიანობა სტუმრებთან ურთიერთობაში;
** სტრესულ გარემოში სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სისუფთავის შენარჩუნება სამუშაო პროცესში;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება და მათზე ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების მიღება, სწრაფად და ზუსტად გადაცემა შესაბამის განყოფილებებში;
** მაგიდების მომზადება, სისუფთავის დაცვა და დალაგება სერვისის შემდეგ;
** სტუმრების მომსახურება თავაზიანად, სწრაფად და პროფესიონალურად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით რეზიუმეს. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე