Робота для біженців з України
მორიგე ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ლაბორანტი
მომწოდებელი: ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალურ ლაბორატორიაში მორიგე ლაბორანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
სამუშაო საათები: 16/24 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება: საათობრივი მორიგეობა, 8 ლარი დარიცხული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, დარგი/სპეციალობა -საექთნო საქმე - პრაქტიკოსი ექთანი (დიპლომი).
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე
** საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი (დიპლომი).
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო
** სასურველია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ლაბორატორიის მიმართულებით.
** უპირატესობა მიენიჭება პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე ექთანს.
** სასურველია:ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემასთან (Lis) მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** გადაუდებელი ანალიზების შესრულება: მორიგე ლაბორანტი პასუხისმგებელია გადაუდებელი ანალიზების (მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზები, ელექტროლიტები, კოაგულოგრამა, შარდის ანალიზი) სწრაფ და ზუსტ შესრულებაზე, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებელ დიაგნოსტიკას.
** ნიმუშების მიღება და მომზადება: ნიმუშების (სისხლი, შარდი, სხვა ბიოლოგიური მასალები) სწორად მიღება, იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და ანალიზისთვის მომზადება. ეს მოიცავს ნიმუშების სეპარირებას, ცენტრიფუგირებას და შესაბამის პირობებში შენახვას.
** ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა: ლაბორატორიული აპარატურის რეგულარული მოვლა-პატრონობა, გაწმენდა და მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა. პრობლემების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების ინფორმირება.
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა: ლაბორატორიაში არსებული უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების უმკაცრესი დაცვა, რაც მოიცავს დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას, ბიოლოგიური მასალების უსაფრთხო განთავსებას და ნარჩენების მართვას.
** კომუნიკაცია: ეფექტური კომუნიკაცია კლინიკის ექიმებთან, ექთნებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან, ინფორმაციის გაცვლა პაციენტების მდგომარეობასთან და ანალიზების შედეგებთან დაკავშირებით.
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** დოკუმენტწარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
** ინფექციის კონტროლის კუთხით შემუშავებული ნორმების დაცვა;

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 20 ივლისი.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე