Робота для біженців з України
სივრცის მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სივრცის მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"სს არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ARDI Plus სტატუსის მქონე დაზღვეულების სივრცის მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე კლინიკა რეიმანში.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-დან - 15:00-მდე ან 15:00-დან - 21:00-მდე, 2 შაბათი 10:00-14:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არდის სივრცეში შემოსული ნებისმიერი ვიზიტორის/პაციენტის დახვედრა, სწორი დაკვალიანება და მოთხოვნის მიხედვით შესაბამის ექიმთან გადამისამართება;
** პაციენტების მომსახურება კომპანიის კორპორაციული სერვისის სტანდარტების დაცვით, ეფექტური კომუნიკაცია და მოთხოვნებზე დროული რეაგირება.

განათლება:

** სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები

პიროვნული თვისებები:

** კარგი და მკაფიო კომუნიკაციის უნარები
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება
** გულისხმიერების და ემპათიურობის უნარი
** პოზიტიური, თავაზიანი და ყურადღებიანი
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ARDI Plus სტატუსის მქონე დაზღვეულები სივრცის მომსახურების სპეციალისტი - კლინიკა რეიმანი".

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე