Робота для біженців з України
ავტო მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო მექანიკოსი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"G&A Group" — საქართველოს წამყვანი კომპანია ნახევრად მზა საკვები პროდუქტების წარმოებაში — აცხადებს ვაკანსიას ავტო მექანიკოსის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და დაუზარელ თანამშრომელს კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება
** მცირე მექანიკური და ელექტრო სისტემების შეკეთება
** გეგმური სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
** ავტონაწილების საჭიროებების დაფიქსირება და ტექნიკური ჯგუფის ინფორმირება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი
** სიზუსტე, პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ავტო მექანიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო

კომპანია სთავაზობს:

** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** გამოცდილების შესაბამისად ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 44 59 99
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე