დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
** მთავარი არქიტექტორი
** უმცროსი არქიტექტორი
** სტაჟიორები
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
** სრული პასუხისმგებლობა მშენებლობის ნებართვების მიღებამდე და პროექტების მიმდინარეობისას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი (არქიტექტურის განხრით);
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
** შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, ეტაპების შესაბამისი შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და დეტალური პორტფოლიო შეთანხმებული პროექტების თაობაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი არქიტექტორი, უმცროსი არქიტექტორი ან სტაჟიორი (ანაზღაურებადი).
|
|
|
|