Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=646235&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი, წარმოების მე-3 ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი, წარმოების მე-3 ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. მექანიკოსი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობის ქონა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** ფორმის მიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში);

ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი/სწავლების ვადის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

2. წარმოების მე-3 ოპერატორი - 6 ვაკანსია

მოთხოვნები:

** წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
** კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
** სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ ძალას, სიმძიმეების აწევას.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე).

ხელფასი - 1105 ლარი ხელზე ან 6, 05 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). საგამოცდო პერიოდის გასვლის და გამოცდის ჩაბარების შემდეგ - 1500 ლარი ხელზე ან 8, 24 ლარი საათში.

3. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერტიფიკატი.
** ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
** ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი.
** ყურადღებიანი.
** პუნქტუალური.
** შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
** მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
** შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
** წარმოებაში სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
** სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.

სამუშაო გრაფიკი - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).

ხელფასი - 1400 ლარი ხელზე ან 7, 67 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე ან 5, 48 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

პირობები ყველა ვაკანსიისთვის:

პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
** კორპორატიულ ნომერი;
** კვება;
** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია