დასახელება:
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი რუსული ენის ცოდნით
|
მომწოდებელი:
BoldFox Lab
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"BoldFox Lab" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის (რუსული ენის ცოდნით) პოზიციაზე.
"BoldFox Lab" — ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანია და კონტაქტ- ცენტრი
გსურს მუშაობა თანამედროვე გუნდში? შემოგვიერთდი BoldFox Lab-ში — ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ოპერატორებს რუსული ენის ცოდნით!
რას გააკეთებ:
** დაუკავშირდები კლიენტებს ტელეფონით
** გაუწევ კონსულტაციას, გაყიდი პროდუქტს ან დაეხმარები ტექნიკურ მხარდაჭერაში
** წარადგენ კომპანიას პროფესიონალურ დონეზე
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული მინიმალური ხელფასი — 800 ლარი
** ბონუსური სისტემა: საერთო შემოსავალი 1200-დან 3000+ ლარამდე (ყველაფერი შენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული) + დაზღვევა!
** სწავლა და - ტრენინგები ჩვენგან— ყველაფერს გაჩვენებთ და გასწავლით!
** მეგობრული გუნდი, მხარდაჭერა და განვითარება ჩვენთან ერთად!
ჩვენი მოლოდინები:
** რუსული ენის შესანიშნავი ცოდნა (საუბარი და წერა)
** კომუნიკაბელურობა — შეგიძლია და გიყვარს საუბარი
** კომპიუტერის ცოდნა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
** მზადყოფნა გუნდური და საოფისე მუშაობისთვის (დისტანციური ფორმატი არ გვაქვს)
** გამოცდილება საკონტაქტო ცენტრში ან გაყიდვებში — დიდი პლუსია, მაგრამ სავალდებულო არ არის
გაინტერესებს? დაგვიკავშირდი ან გამოგვიგზავნე რეზიუმე უკვე დღესვე!
დაიწყე კარიერა BoldFox Lab-თან ერთად!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გაგზავნე CV" ღილაკის საშუალებით.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 17ა
boldfoxlab@gmail.com
|
|
|
|