დასახელება:
რადიოლოგიის ტექნიკოსი/ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
კონსილიუმ მედულა
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს რადიოლოგიის ტექნიკოსი/ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (გამომუშავებით)
კლინიკა უზრუნველყოფს რადიოლოგიის ტექნიკოსი/ლაბორანტის ტრენინგს და სწავლებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დღის განმავლობაში, რადიოლოგიურ განყოფილებაში პაციენტების მიღება.
** შესაბამის პროგრამაში პაციენტის მოძიება და ანამნეზის შეკრება.
** პაციენტის კვლევის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და პაციენტისთვის დასკვნის მიწოდება.
** რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარება
** ასისტირება რადიოლოგიური ინტერვენციული მანიპულაციების დროს.
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია კომპიუტერულ ტომოგრაფზე მუშაობის გამოცდილება
** რადიაციული უსაფრთხოების ტრენინგი
** უპირატესად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება რენტგენისა და მამოგრაფის აპარატზე
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|