Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: კონტემპო
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"კონტემპო" არის ახალი ავეჯის, განათების და აქსესუარების შოურუმი თბილისში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივად თანამედროვე, ევროპული ბრენდების პროდუქციას, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერისთვის.

გვჭირდება მოტივირებული, გამოცდილი და პასუხისმგებლობიანი კადრი, რომელიც შექმნის გამორჩეულ, პროფესიონალურ კონტენტს ციფრულ არხებზე განსათავსებლად

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეოგრაფიის და მისი ელემენტების ცოდნა
** სტაბილიზატორთან, მიკროფონთან, განათებასთან მუშაობის გამოცდილება
** ვიდეო სამონტაჟო აპლიკაციების/პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - ბმები, ჭრები, ხმები, ვიზუალური ელემენტები, ფერების პალიტრა - LUT-ები,
** მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კრეატიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თვეში 10-12 რილსის ტიპის ვიდეოს დაგეგმვა, გადაღება და დამონტაჟება - საშუალო ხანგრძლივობა 40-60 წამი.
** კონკურენტების მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება
** ციფრული ტენდენციების მუდმივი კონტროლი და შესაბამისი რეაგირება

სამუშაო გრაფიკი - არასრული

საკონტაქტო ელფოსტა: info@contempo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე