Робота для біженців з України
სერვისის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Shuffle Boar
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"Shuffle Boar" — პირველი სოციალური ბარია, რომელსაც შემოაქვს სრულიად ინოვაციური თამაში - shuffleboard ქართულ ბაზარზე.

ადგილმდებარეობა: ცეხი, თბილისი
სრული განაკვეთი

როლის აღწერა

ვეძებთ სერვისის ხელმძღვანელსა და მასპინძელს — ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის გამართულობას და განაგებს დარბაზის ოპერაციებს.

მთავარი პასუხისმგებლობები:

** მაქსიმუმ 5 მიმტანისგან შემდგარი გუნდის კოორდინაცია და მხარდაჭერა
** სტუმრების დახვედრა და მაგიდებთან გაცილება
** სატელეფონო ზარებისა და რეზერვაციების მართვა
** სერვისის ხარისხის სტანდარტების დაცვა
** სტუმრების შეკითხვებზე, განსაკუთრებულ მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე სწრაფი რეაგირება
** თანამშრომლობა გენერალურ მენეჯერთან და რეგულარული რეპორტინგი

მოთხოვნები:

** გამოცდილება HoReCa სექტორში, განსაკუთრებით სუპერვაიზორის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი და თბილი, სტუმართმოყვარე დამოკიდებულება
** გუნდური მუშაობის უნარი და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედება
** მზადყოფნა საღამოს საათებში და ვიქენდებზე მუშაობისთვის

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება
** ბონუსები სტუმრების კმაყოფილებაზე და სერვისის ხარისხზე დაყრდნობით
** უფასო სადილი ცვლის განმავლობაში
** ტრანსპორტირების მხარდაჭერა
** ექსკლუზიური ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის
** მეგობრული, სოციალური და თამაშებით სავსე სამუშაო გარემო

დაინტერესდი?

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: lika@scifi.ge. საგნის ველში მიუთითე: "Service Supervisor".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე