დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
Shuffle Boar
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"Shuffle Boar" — პირველი სოციალური ბარია, რომელსაც შემოაქვს სრულიად ინოვაციური თამაში - shuffleboard ქართულ ბაზარზე.
ვეძებთ მიმტანს, რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ პოზიტიურ და თამაშებით სავსე გამოცდილებას შესთავაზებს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კარგად გრძნობ თავს სოციალურ გარემოში და მზად ხარ, რომ სტუმრებს გაუწიო მეგზურობა როგორც კერძების, ისე თამაშების სამყაროში — ეს ადგილი შენთვისაა.
ადგილმდებარეობა: ცეხი, თბილისი
სრული განაკვეთი
ჩვენი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება HoReCa სფეროში
** სწრაფ და ცოცხალ გარემოში მუშაობის უნარი
** თამაშების, გუნდური მუშაობისა და ხარისხიანი სერვისის სიყვარული
** ქართულისა და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ფლობა
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება
** ბონუსები შესრულებული სერვისისა და სტუმრების კმაყოფილებაზე დაყრდნობით
** უფასო კვება სამუშაო ცვლის განმავლობაში
** ტრანსპორტირების მხარდაჭერა
** ექსკლუზიური ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის
** მეგობრული, სოციალური და თამაშებით სავსე სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მათ შორის სუპერვაიზერის პოზიციაზე დაწინაურება
დაინტერესდი?
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: lika@scifi.ge. საგნის ველში მიუთითე: "Waiter/Waitress"
|
|
|
|