Робота для біженців з України
სანტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანტექნიკოსი
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, 2 ოთხ სართულიან დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსს, საცხოვრებელ სახლებსა გოლფის მოედნებს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.

სანტექნიკოსის ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** საცხოვრებელ შენობაში (სახლი, ბინა, ოფისი, სანტექნიკური სისტემების შემოწმება და მოვლა-პატრონობა.
** ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა.
** მილებში, სარქველებსა და შესაბამის გაყვანილობებში გაჟონვის, ბლოკირების ან წნევის პრობლემების აღმოჩენა და შეკეთება.
** წყლის გამაცხელებლების, ტუმბოების, ავზების, სანტექნიკის და სადრენაჟე სისტემების შემოწმება და გამართულობაზე ზრუნვა.
** არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების, კანალიზაციის და წვიმის წყლის მილების შემოწმება და მოვლა-პატრონობა.
** სადრენაჟე სისტემების, ჭების და კომუნალური კავშირების გაწმენდა და შეკეთება.
** გეგმიური შემოწმებების და რუტინული ტექნიკური მომსახურების ჩატარება.
** პრევენციული მოვლა-პატრონობის ფარგლებში წყლის მილების წნევის ტესტირება და გამორეცხვა.
** სატუმბი სადგურების, მრიცხველების და უკუდინების საწინააღმდეგო სისტემების ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა.
** კონტრაქტორების ზედამხედველობა.
** მასალებისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის მონიტორინგი.
** სანტექნიკასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრო ინჟინერია ან შესაბამისი სფერო);
** მოქმედი მართვის მოწმობა, მინიმუმ B კატეგორიის.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სანტექნიკოსის პოზიციაზე;
** სანტექნიკის სისტემების, მასალების და გაუმართაობის აღმოჩენის მეთოდების ღრმა ცოდნა.
** კანალიზაციის შემოწმების კამერების, ჭავლური გამწმენდი აღჭურვილობის ან გაჟონვის აღმომჩენი ხელსაწყოების პრაქტიკაში გამოყენების ცოდნა.
** ტექნიკური ნახაზების, ობიექტის განლაგების და სქემების წაკითხვის უნარი.
** წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების სისტემების ტექნიკური მომსახურების პროტოკოლების ცოდნა.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** საკომუნიკაციო დონეზე რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს;
** მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს;
** გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.07.2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com. გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სანტექნიკოსი".

შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე