დასახელება:
ინგლისური ენის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"მწვანე სკოლის" ნაძალადევის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში.
მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად.
მასწავლებლის მოვალეობები:
** სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, საფეხურის (საშუალო, საბაზო) შესაბამისი პროგრამის სწავლება;
** მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
** კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;
** სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.
კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;
** საოფისე კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა პირადი ინფორმაცია (CV) გამოგვიგზავნეთ ელ. მისამართზე hr@greenschool.edu.ge გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი საგნის დასახელება.
|
|
|
|