Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: დიასახლისი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.07.2025
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული ოფისის იატაკის დაგვა და მოწმენდა/მორეცხვა
** ადმინისტრაციული ოფისის ფანჯრების გაწმენდა
** ოფისის ტერიტორიაზე არსებული ავეჯის ან/და სხვა ინვენტარის გაწმენდა
** ოფისის ტერიტორიაზე არსებული სველი წერტილების დასუფთავება
** ნაგვის ურნების დაცლა/მოწესრიგება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე