Робота для біженців з України
ლაბორატორიული სამსახურის უფროსის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიული სამსახურის უფროსის თანაშემწე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიათა ქსელი აცხადებს ლაბორატორიული სამსახურის უფროსის თანაშემწის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის #16;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის (მოხსენებები, ოფიციალური წერილები, მოხსენებები) წარმოება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;
** კონფერენციებისა და ტრეინინგების ორგანიზება;
** ლაბორატრიის შიდა ღონისძიებების დაგეგმვა;
** შიდა და გარე კომუნიკაცია პერსონალთან და პარტნიორებთან;
** სხვა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
** ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები (MS office, Excel, Google Docs, Outlook და სხვ.)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლაბორატორიული სამსახურის უფროსის თანაშემწე წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10/07/2025.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე