Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კურსი.ჯი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის პირველი ცვლა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში შემოსულ მესიჯებზე პასუხი და ტექნიკური მხარდაჭერა;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის პროდუქტებით სარგებლობის პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერა;
** პრობლემური სიტუაციების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-კვირა (2 დღე დასვენება) ცვლები: 08:00-17:00 / 10:00-19:00
** სამუშაოს ტიპი: ჰიბრიდული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი (მაქსიმუმ 400 ლარი)

ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ ბიოგრაფიაში (CV) მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში "(subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ქოლცენტრის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე